Thursday, August 4, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის  სახელწოდება
ხელოვნების  წარმოშობის  თეორიები  და  ხელოვნების  მნიშვნელობა  ყოფაცხოვრებაში.

პროექტის მთავარი  იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
პროექტის  მთავარი  იდეა  გაიგონ  მოსწავლეებმა  როგორ  წარმოიშვა  ხელოვნება  და  რა  მნიშვლელობა  აქვს  ხელოვნებას  ცხოვრებაში.

პროექტის აქტუალობა
პროექტი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებმა  შეისწავლონ  ხელოვბის  წარმოშობის  თეორიები  გაიგონ  რამდენად  მნიშვნელოვანია ხელოვნება ყოფაცხოვრებაში და გაიღრმავონ ცოდნა ხელოვნების  ნიმუშების ისტორიებზე.

პროექტის  მიზნები
პროექტის  მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ  ჭვრეტა  და უფრო  კარგად  დაინახონ  ხელოვნების  ნიმუშში  ავტორის  ჩანაფიქრი.
მოსწავლეები განივითარებენ კვლევა  ძიების  უნარს.  ისინი   გაეცნობიან სხვა  და  სხვა  ეპოქისა  და ქვეყნის  ხელოვანთა შედევრებს. და  მათ  ჩამოუყალიბდებათ  გარკვეული შეხედულებები  და  ცოდნა ხელოვნებაზე.

მონაწილეთა  ასაკი
13-14წელი

ვადები/ ხანგრძლივობა
18.სექტემბრიდან  18ნოემბრამდე.


მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას
ბლოგის  შექმნა,  ჩანახატები, ფოტო  ალბომები,  ნახატების  გამოფენა,  პრეზენტაცია


პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები
კომპიუტერი,  სახელმძრვანელოები, ჩანახატები,  ფოტო  აპარატი, რვეული, კალამი,დაფა.

პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები)
თემა  შევარჩიე  მოსწავლეებთან  ერთად.  ჯგუფები  დავყავი  მიზნობრივად,
1-ჯგუფს  დაევალა  მოიძიონ  მასალა  ხელოვნების  წარმოშვების  თეორიებზე.  2-ჯგუფს  დაევალა  მოამზადონ  თემა  სამყარო  ხელოვნების  გარეშე  3-ჯგუფს დაევალა მოამზადონ  თემა  ხელოვნება კაცობრიობის როგორც  ემოციური  ასევე  სიმბოლური  მეხსიერება.
 შევიმუშავეთ  პროექტის  გეგმა, გადავანაწილეთ  მოვალეობები,  მოსწავლები  იწყებენ  დაკისრებული  დავალების  შესრულებას,  მასწავლებელი  სისტემატიურად  ვაძლებ მითითებებს. ვახდენთ  პროდუქტის  პრეზენტაციას.  მოსწავლეებს  შევაფასებ  ჩემს  მიერ  წინასწარ  მომზადებული  შეფასების  რუბრიკის  მიხედვით  ანუ პროექტში მათი აქტუალური მონაწილეობის მიხედვით,  მოპოვებული  მასალის  მიხედვით  და რამდენად  ეფექტურად  წარმოადგენენ  თავიანთ  ნამუშევარს.


საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
საგნობრივი  კავშირი  ისტორიასთან,  ისტორიის  სახელმძღვანელოებში დადგინონ  თარიღები  ხელოვნების  ნიმუშების  წარმოშობის, შექმნის, აგების  შესახებ.

ს.გ.VII.7.   მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებ და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VII.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
ს.გ.VII.11.  მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.



პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ცირა  ბაკურაძე.

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა
cirabakuradze5@gmail.com


პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი
cirabakuradze.blogspot.com

No comments:

Post a Comment